სიახლები

15-04-2024 კონფერენციისთვის "ოქროს რიცხვი-2024" მზადება

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კლუბის წევრების მონაწილეობით წარმატებით შესრულდა დაგეგმილი ამოცანები. ამ ეტაპზე მოსწავლეებმა გაანალიზეს მიღებული შედეგები და ამზადებენ საკონფერენციო თეზისებს. კლუბის წევრები პოსტერული მოხსენებებს წარადგენენ 19 მაისს კონფერენციაზე "ოქროს რიცხვი", რომელიც ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე ზეპირი მოხსენებებით მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევარს სკოლის კონფერენციაზე 27 მაისს. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი პოსტერი:

1) სპილენძ(II)-ის იონებით დაბინძურებული წყლის ბუნებრივი საშუალებებით გასუფთავების მეთოდის შემუშავება

2) სპილენძ(II)-ის იონების გავლენის შესწავლა სპირულინას ზრდაზე და მის მორფოლოგიურ ცვლილებებზე

ნანახია 40-ჯერ